თორნიკე რიჟვაძე : არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის

ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მისცა ხმა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის.

„არჩევანი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის – საქართველოს წარმატებისთვის გავაკეთე. ასევე მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აქტივობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავაზისუბანში, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლები უბნიდან გამოაძევა