თორნიკე მამალაძე მოსამართლეს – მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“.

თორნიკე მამალაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი “ქართული ოცნების” დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

“ბუგიანიშვილი არის “ქართული ოცნების” მონა. ესენი არიან არაკაცები”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაპროკურორი – რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს ადამიანის მოსაკლავად უნდოდა, დადასტურდა