თორნიკე ლაბაური ,,პორტრეტის სულიერი სიჩუმე’’

თორნიკე ლაბაური თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებშიც იგრძნობა სიყვარული, სიღრმე და სილამაზე. ის ცნობილია თავისი პორტრეტებით, სადაც ცდილობს ადამიანის ხასიათი და შინაგანი სული გადმოსცეს. თორნიკე ლაბაური იმ იშვიათ ქართველ მხატვრებს შორისაა, ვინც პორტრეტში მხოლოდ სახეს კი არა, ადამიანის სულსაც ხედავს. მისი ნამუშევრები თითქოს ცოცხლდება — მზერა გესაუბრება, გრაფიკები კი გრძნობას აგრძნობინებს.

გარდა გრაფიკული, მხატვარი სტილისტიკითაც არის დაინტერესებული. თორნიკე ლაბაურს აქვს მრავალი გამორჩეული ნამუშევარი, მათ შორის „ლაშა გიორგის პორტრეტი“, რომელიც ხელოვნების სასახლეშია დაცული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მხატვრის ხელოვნება დაფასებულია და მაღალი დონით აღიარებულია.

თორნიკე ლაბაური არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ შემოიფარგლება, არამედ ორგანიზაციულადაც მონაწილეობს კულტურულ პროცესებში — ხელოვნების მხარდამჭერი მოვლენებისა და ზეიმების ორგანიზებაში. ის ცდილობს ადამიანში შინაგანი სილამაზე აჩვენოს და არა მხოლოდ გარეგნობა. მის ნახატებში ჩანს, რამდენად უყვარს ხელოვნება და როგორ ესმის ადამიანური ემოცია.

დღესდღეისობით ის იღებს შეკვეთებს პორტრეტებზე, როგორც კერძო პირების, ისე ორგანიზაციებისგან. ვფიქრობ, თორნიკე ლაბაური ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, ვინც ნამდვილ ქართულ ხელოვნებას აგრძელებს და ახალ სიცოცხლეს აძლევს. მისი შემოქმედება მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გრაფიკულმა ხატვამ ადამიანის შინაგანი სამყარო აჩვენოს. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულების მატარებელია, არამედ თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავტორი: ლუკა კახიძე

 

banner
წინა სტატიაშიმადურომ პუტინს რამდენიმე ავიაგამანადგურებლის, „სუ 30“-ის აღდგენის თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიააფხაზური ტრადიციული სამოსის უნიკალური ჩვენება ART- მეურნეობაში