მოგესალმებით ყველას. დიდი ხანია, ხმა არ ამომიღია და არაფერი მითქვამს. მაგრამ გადავწყვიტე იმ ფაქტს გამოვეხმაურო, რომელიც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, კერძოდ კი პატიმრების შეწყალებას. იქამდე კი ყველას გილოცავთ, გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღირსეულ მომავალს,– წერს თორნიკე გოშაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.
,,რაც შეეხება ბიჭებს, პირველ რიგში მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ქმედებას აკრიტიკებენ. სანამ რამეს იტყვით, ჯერ იმაზე დაფიქრდეთ, რომ ლაპარაკობთ ახალგაზრდა ბიჭებზე, რომლებმაც 21 თვე გაატარეს საპატიმროში (ზოგიერთმა ბევრად მეტი) და კიდევ ერთნახევარი ამდენი უნდა გაეტარებინათ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ეს ბიჭები რამეში გაამტყუნოთ. თქვენ არ იცით, აქ ჯდომა როგორია. როცა ვამბობთ, რომ კარგად ვართ, ნუ ფიქრობთ, რომ ბედნიერები ვართ ოჯახისგან, მეგობრებისგან და ფიზიკური თავისუფლებისგან შორს.
გარედან ლაპარაკი, მითითებების მიცემა და თითის ქნევა მარტივია. იცით მაინც იმ დროის განმავლობაში, რაც საპატიმროში ვარ რამდენი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანი წავიდა დედამიწიდან? რომლებსაც ამ სიცოცხლეში ვეღარ ვნახავ და ვინ იცის ღმერთმა ყველა დაფაროს კიდევ რამდენი წავა.
ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ნებისმიერი პატიმრის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ და თუ მათი გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ, ნუ გააკრიტიკებთ მაინც.
მე არ ვაპირებ თხოვნით მიმართვას, მაგრამ თუ ვინმე კიდევ მიმართავს, და თავისუფლებაზე გამოსვლის ამ შანსს გამოიყენებს, მათ გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ არავისთვის გვიკითხავს რჩევა როცა ციხეში წამოვედით, არც არავისთვის გვითხოვია ციხიდან დავეხსენით და არც საყვედური გამოგვითქვამს, როცა ეს ვერ შეძელით. შესაბამისად ნურც ახლა შეურაცხყოფთ ვინმეს გადაწყვეტილებას. მადლობას გიხდით თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.
ახლა კი ქოცებს მივმართავ, ერთადერთი ვინც ახალგაზრდები ციხისთვის გაწირა თქვენ, თქვენი უბედური სასამართლო და პროკურატურა იყო. ვსიო სულ ეს არის, მეტის თქმის ღირსები თქვენ არ ხართ.
მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის. ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ. შევხვდებით ამ წერილის წერიდან 36 დღეში. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !“- წერს თორნიკე გოშაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში








