თორნიკე ბზიავა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული თორნიკე ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

მეორე დაკავებულის ბექა წიქარიშვილის თაობაზე კი, სასამართლოს დღეს არ უმსჯელია. ის დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატი წიქარიშვილს მოგვიანებით მოინახულებს.

„აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასმართლოს სამარცხვინო საქციელი, იმიტომ, რომ ველოდებოდით შუადღიდან და მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც განიხილა თორნიკე ბზიავას საქმე, მითხრა რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თუმცა, რაღაც მოტყუებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და ის დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბექა წიქარიშვილის საკითხს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. პროცესი დღეს არ ჩატარდება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ხვალ ჩაინიშნება პროცესი. მანამდე, აუცილებლად მოვინახულებ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მსახიობის მეგობრებმა, რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

მოგვიანებით, შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, წიქარიშვილისა და ბზიავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: არის მოსაზრება, რომ კადიროვის მომხრეების საშუალებით მოხდება სიტუაციის გამწვავება პანკისის ხეობაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა