11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

თორნიკე ართქმელაძე: თბილისს ჰყავს მერი, რომელიც ამბობს, რომ ის არაფერზეა პასუხისმგებელი

“ამ ქალაქს ჰყავს მერი, რომელიც ამბობს, რომ ის არაფერზეა პასუხისმგებელი -არც უფასო სასადილოებში ამ მასშტაბის კორუფციაზე, არც საბავშვო ბაღებში შექმნილ სიტუაციაზე, ჭერი რომ ინგრევა არც მაგაზე, არც გზაზე, არაფერზე!”_ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი თორნიკე ართქმელაძე “ტვ პირველთან” საუბრისას.

ინფორმაციისთვის, 2 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხუთ ადამიანს, რომლებსაც ბრალი ედებათ დედაქალაქის უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში.

თბილისი მერმა კახა კალაძემ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა:

_მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს.

banner
წინა სტატიაში2025 წელს 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა
შემდეგი სტატია“დრო იწურება – 48 საათი დარჩა”- დონალდ ტრამპი ირანს