საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ წარადგინა. მან პლენუმის წევრებს სარჩელის არდაკმაყოფილებისკენ მოუწოდა.
ართქმელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიას კონსტიტუცია არასდროს დაურღვევია და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მომავალზე მძიმედ აისახება.
„„ძლიერი საქართველო – ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია… ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს, ამის ღრმად მწამს. ამიტომ, პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ, არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია“, — განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.















