8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

თორნიკე ართქმელაძე: პარტიების აკრძალვა 35 წლის ნაშენებს გაანადგურებს

„ძლიერი საქართველო — ლელოს“ წევრმა თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ართქმელაძის შეფასებით, მმართველ გუნდს პოლიტიკური ველის სრულიად გასუფთავება და მხოლოდ საკუთარი თავის დატოვება სურს, რაც პირველ ეტაპზე პარტიების, ხოლო შემდგომ აქტიური მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვით გაგრძელდება.

„ეს არის მომზადება იმისა, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიებისგან მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სულ მცირე მილიონამდე ადამიანი, რომელიც თავის თავისუფლებას არ დათმობს და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის“, — აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოსთან ხმაური იყო
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრესმდივანი – ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც არ აღადგენს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს