„ავტოკრატიაში ჩვენ არ გვექნება კარგი საარჩევნო გარემო“, — პოლიტიკოსი თორნიკე ართქმელაძე საზოგადოებას მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ აფრთხილებს.
“ჩვენი ერთადერთი იარაღი არის სიმართლე – ავტოკრატიაში ჩვენ არ გვექნება კარგი საარჩევნო გარემო, კარგი მედიაგარემო, არასამთავრობოებს თუკი რაიმე შემორჩათ, მასაც შეზღუდავენ, ეს არის ავტოკრატიის ბუნება. ოპოზიციამ ბრძოლის არცერთი ველი არ უნდა დაუტოვოს ივანიშვილს!”_ განაცხადა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა თორნიკე ართქმელაძემ გადაცემაში “დღის ამბები”.

















