თორდიაზე თავდასხმა – მინისტრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ მთავრობის წევრები. მათი აზრით, საგამოძიებო უწყებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქმე გამოიძიოს.

მინისტრების განცხადებით, უნდობლობის საფუძველი არ არსებობს და იმ შემთხვევაში თუ გაჩნდა დამატებითი კითხვები, საკანონმდებლო ორგანო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, კომისიის შეიქმნის შესახებ.

“მე მგონია, რომ პარლამენტი არ დაუშვებს ასე ვთქვათ, საკუთარი ინტერესების შელახვას რაიმე ფორმით. გამოძიების პირველივე ეტაპზე როგორც კი გაჩნდება გარკვეული შედეგები, შეიძლება გაკეთდეს უფრო თამამი დასკვნები,” – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეფასებით კი, გამოძიება უნდა დასრულდეს და თუ დარჩება კითხვის ნიშნები, შემდეგ შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ ,,დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს
შემდეგი სტატიათურქეთის პრემიერმინისტრი დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება