თორდია: პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, ეს დანაშაული არ შერჩება!

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის -დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას თავი გავუტეხე – აცხადებს თორდია დღეს გავრცელებულ ვიდოჩანაწერთან დაკავშირებით.

”პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს. თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება: კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაული სავარაუდოდ, დაიღუპა
შემდეგი სტატიაინსპექტორის განცხადება გადაცემა „ბავშვების დრო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით