თორდია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე: “მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით”

მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით – ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მისი ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა. თორდია დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეს ბრალი მსუბუქი მუხლით წარედგინება, გადაწყვეტილება კი არჩევნებს უკავშირდება.

“მოვლენების სავარაუდო განვითარება – ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით, მოტივი – მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება. მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით,” – წერს ლაშა თორდია სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშისს ,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება
შემდეგი სტატია“პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ უამრავმა პირმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყავს გადმობარგებული”