თოქ-შოუ “პროფილის” ფეისბუქგვერდზე გადაცემის წამყვანის მაია ასათიანის მიმართვა ვრცელდება.
“დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი, რომ ეს მომგებიანი და ყველაზე “გაყიდვადი” თემაა თქვენთვის! წლების მანძილზე მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ ერთ მსგავსს “ნიუსს” ვნახავ – სასამართლოში შევხვდებით!”, – წერს ასათიანი.