30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

თოფურიას ემოციური გზავნილი მეტოქეს: „ჩვენი ისტორია აქ არ სრულდება“

მძიმე ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა ემოციური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

მისი თქმით, დაპირისპირების დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა მხედველობასთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად, შედეგის გასამართლებლად მიზეზების ძებნას არ აპირებს.

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი… და ეს მართლაც გააკეთე. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალით მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს — მარცხენათიაც. არანაირი გამართლება,“ — წერს მებრძოლი.

მისივე განცხადებით, შეხვედრას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ შეხვდა და საკუთარ მზადყოფნაში ეჭვი არ ეპარება.

„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი მქონდა. რინგზე შევედი მაქსიმალურად მომზადებული, კონცენტრირებული და საბრძოლველად მზად. მაგრამ წუხელ შენი ღამე იყო,“ — აღნიშნავს იგი.

მებრძოლი ხაზს უსვამს, რომ სპორტი გამარჯვებისა და მარცხის, დიდებისა და ტკივილის თანაარსებობაა, თუმცა ეს მისთვის გზის დასასრული არ არის.

„გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში. და დამიჯერე… ჩვენი ისტორია აქ არ სრულდება. რევანში აუცილებლად შედგება,“ — წერს ის.

მებრძოლის განცხადებას გულშემატკივართა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ მომავალი რევანში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იქნება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: კიშინიოვის აეროპორტში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიმავალ გზაზე, ვესაუბრე მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესოსს
შემდეგი სტატიასომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 გაიმართება