“თოფაძის განცხადება ყველანაირ დასაშვებ ზღვარს სცდება”

news
ავტ.: news თებერვალი 4, 2016 12:57 განახლებულია

“თოფაძის განცხადება ყველანაირ დასაშვებ ზღვარს სცდება”

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადების გამო, რომელიც მან პარლამენტის ტრუბუნიდან გააკეთა, ბოდიშს იხდის.

სხვა სტატიები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადების გამო, რომელიც მან პარლამენტის ტრუბუნიდან გააკეთა, ბოდიშს იხდის.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, გოგი თოფაძის განცხადება გაუაზრებელი იყო და მისი თქმით, ბოდიშის მოხდაც არ უნდა იყოს პრობლემა. მინისტრის თქმით, მისთვის მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია.
“ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო, ალბათ, უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს განცხადება სცდება ყველანაირ დასაშვებობის ჩარჩოს. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ, ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, დაუნის სინდრომის მქონეს , მათ მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ მუშაობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი”, – განაცხადა წულუკიანმა
news
ავტ.: news თებერვალი 4, 2016 12:57 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics