თოფაძესთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

გოგი თოფაძის განცხადება და სამოქალაქო სექტორის პროტესტი. ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან იკრიბებიან.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატმა იმავე ტრიბუნიდან უნდა მოიხადოს ბოდიში, სადაც მან განცხადება გააკეთა. ასევე იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომ თოფაძეს შეუჩერდეს სადეპუტატო მანდატი.
ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის, გოგი თოფაძის თქმით, პრეზიდენტმა “ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას”.

banner
წინა სტატიაშიბანკირების მილიონიანი ხელფასები
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელები ფულად ანაზღაურებას მიიღებენ