“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდება

“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდება.

როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, სახელისუფლებო პარტიები ყოველთვის გამოდიოდნენ მსგავსი ინიციატივით, თუმცა თვითონვე არღვევდნენ.

„მემორანდუმის ინიციატივა ახალი არ არის, ყოველი არჩევნების წინ მემორანდუმს ვაწერთ ხელს, თუმცა რაც მემორანდუმშია ჩაწერილი, არის ყველაფერი ის, რასაც კანონის მიხედვით კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა ვასრულებდეთ და ვიქცეოდეთ ისე, რასაც კანონი და ეთიკის კოდექსი მოითხოვს. აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად მოვაწერთ ხელს, მაგრამ თვითონ მემორანდუმის ინიციატორებსაც და სხვა პარტიებსაც ვთხოვდი, თავად არ დაარღვიონ მემორანდუმის წესები. ასეთი ბევრჯერ გვინახავს, ყოველთვის გამოდიოდა მმართველი პარტია ამ ინიციატივით და პირველები “ნაციონალური მოძრაობა” და “მოქალაქეთა კავშირი” არღვევდა ხოლმე“, – განაცხადა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში”ჩვენ მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნითაა შესრულებული” – ენმ “ოცნების” შეთავაზებას არ იღებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორისი კომისიის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს