თომას მელია საქართველოს პრემიერის განცხადებას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელია საქართველოს პრემიერის განცხადებას აფასებს.

 

ის მოხარულია, რომ პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისს, გააკეთა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში.
ამ თემაზე თომას მელიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრობლემა იყო აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა და რომ ეს მონიტორინგს ექვემდებარება“, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.
banner
წინა სტატიაში“ზურაბ ჭანკოტაძე არ არის ერთადერთი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის საქართველოს ფინანსური სანქციები დაეკისრა”
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენის მუქარა – ლადო გეგეშიძე ენმ-ის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს