თომას ჰამერბერგი საქართველოში შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი საქართველოში იმყოფება.

საგარეო უწყების ცნობით, თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას, რისთვისაც იგი რამდენიმე ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

ვიზიტის ფარგლებში, თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის.

მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშისოფელ ატენში სტალინის ძეგლი დადგეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია