თომას დე ვაალი საქართველოზე: ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების დიდებული კოჰორტა – ჩვევები, რომლებიც დასავლელებმა დაივიწყეს

„ყოჩაღ საქართველო სწორი გადაწყვეტილებებისთვის“, – ამ სიტყვებით კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიას აფასებს და კომენტარს ურთავს ამავე თემაზე ევრაზიანეტის მომზადებულ სტატიას.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი თავის სიტყვებს ასე ხსნის:

„შეიძლება, ამის მიზეზია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების დიდებული კოჰორტა და სიმტკიცე გაჭირვების დროს – ჩვევები, რომლებიც დასავლელებმა თითქმის დაივიწყეს“, – წერს თომას დე ვაალი Eurazianet-ის სტატიის ბმულზე, რომელიც ამ გამოცემის მიმომხილველმა ჯოშუა კუცერამ გაზიარა.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის. ორივე პოსტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეა გავრცელებული.

საინფორმაციო ვებგვერდი Eurasianet საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის აქებს. სტატიაში სახელწოდებით „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის“ ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროფესიონალი ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამით ხალხის ნდობა მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ,,საჭიროა ანტი-კრიზისული გეგმა”