თოლორაია – ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

„გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა, ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“,-განაცხადა თოლორაიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმდება.

„ძალიან დიდ იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, წინასაახალწლოდ ასეთი არაკანონიერი მეთოდით არ მოხდება სამსახურის გაუქმება“, – აღნიშნა თოლორაიამ.

რაც შეეხება ორი ინსტიტუტის შექმნას, ლონდა თოლორაიას თქმით, ეს არის თითქოს რეფორმის სახელით განხორციელებული ცვლილებები.

„ეს არ არის რეფორმა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ამ ფორმით მოხდა სამსახურის დაშლა ორ სხვადასხვა სამსახურად, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე ფუნქციები და არც ერთ უწყებაში არ მოიძებნა დღევანდელი სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა ადგილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” წევრებს ღირსება არ გააჩნიათ – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიაშსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა