„თოლია“ ნაყინში ნესმის აღმოჩენას უარყოფს

download„გამორიცხულია, რომ ჩვენს პროდუქციაში ნემსი კი არა, ნებსიმერი ნივთი მოხვდეს, რადგან მილები, ტექნოლოგიურად, ნაყინს ვერ გაატარებენ,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერი სანდო ლომთაძე.
მისივე თქმით, „თოლიას“ საკუთარი ლაბორატორია აქვს, სადაც ყველაფერი მიკრობიოლოგიურ დონზე მოწმდება, რათა ნაყინი არ დაბინძურდეს.
„გვაქვს უსაფრთხოებისა და ხარისხის შიდა სტანდარტი და,შესაბამისად, ნაყინში რამე ნივთის მოხვედრა შეუძლებელია. ეს, დაახლოებით, ისეთი რამეა, ვინმემ რომ თქვას, შავი თოვლი მოვიდაო. ეს, ალბათ, უადგილო ხუმრობაა. რაც ფოტოდანაც ჩანს – ნემსი ნაყინთან ისე ლამაზად დევს, რომ დასვრილიც არაა. იმ ადამინმა, ვისაც სურდა, კომპანიისთვის ჩირქი მოეცხო, დავალება კარგად ვერ შეასრულა. ყველაფერს გამოვიკლევთ, დასკვნას დავდებთ და პიროვენბა, ვინც ეს გააკეთა, სათანადოდ დაისჯება. სხვათა შორის, გამოძიება უკვე დავიწყეთ,“ – აცხადებს კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერი სანრო ლომთაძე.
შეგახსენებთ: odishi news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „თოლიას“ ფირმის მიერ წარმოებულ ნაყინში საკერავი ნემსი აღმოჩნდა. მომხმარებლის თქმით, ნაყინში, რომელიც ბავშვს უყიდა, საკერავი ნემსი აღმოაჩინა. რატომ და საიდან მოხვდა ნემსი ნაყინში, უცნობია. როგორც თავად ამბობს, შეფუთვას გარეგანი დათვალიერებით არაფერი ეტყობოდა. მომხმარებელი ეჭვობს, რომ საკერავი ნემსი ნაყინის მასაში ჩამოსხმის დროსაა მოხვედრილი. მოგვიანებით, მომხდარის ამსახველი ფოტო მომხმარებელმა სოციალურ ქსელშიც განათავსა.

banner
წინა სტატიაშიცნობილი მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასანდერსმა უაიომინგის შტატში კლინტონს გაუსწრო