თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან-ნიკა მელია

თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან – ეს განცხადება, ნიკა მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ორმა გაერთიანებულმა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.

ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამ წუთებში ნიკა მელიასთვისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას კენჭი სესიაზე უნდა უყარონ. დღეს კი განხილვები კომიტეტზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დეპუტატებს არგუმენტები და მტკიცებულებები პროკურატურის წარმომადგენლებმა გააცნეს. პროკურორები ამბობენ, რომ ერთადერთ ალტერნატივად ნიკა მელიას პატიმრობა რჩება.

გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინება.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – რაც დღეს პარლამენტში ხდება, არა ნიკა მელიას, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
შემდეგი სტატიაიდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა