5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

თხუთმეტკაციან სასანქციო სიაში ორი მოსამართლეა – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესიმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ 15 კაციან სასანქციო სიაში, რომელსაც წარადგენს, ორი მოსამართლეა. მან მედიასთან პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდა ქართველი დემონსტრანტების მიმართ გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია – “მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია”, – ამბობს კალასი.

ამავე დროს, კაია კალასმა დაანონსა, რომ უკვე მზად აქვთ წერილი, რომელსაც ევროკომისიისგან „ქართული ოცნება” მიიღებს. კალასის თქმით, წერილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” კონკრეტულ პირობებს არ შეასრულებს, უვიზო მიმოსვლა შეწყდება.მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი დევს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.

banner
წინა სტატიაში“იქნებ, მიწიდან თავი ამოიღოთ…” – გიორგი ქადაგიძე “მდუმარე ბიზნესმენებს” მიმართავს
შემდეგი სტატიააშშ-ში ოკეანეში ჩავარდა შვეულმფრენი, რომელშიც ქართველი მეცნიერი იჯდა