თხოვნით მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და მიმართა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი.

„მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს – ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი.

ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს