23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თხევადი გაზი ძვირდება

“თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება”,_  ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნარიმან ფიცხელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის თხევადი გაზის გასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„ფასი მუდმივად იზრდება მომწოდებლების მხრიდან, ბირჟებზე მუდმივი გაძვირება და შეფერხებები მიმდინარეობს. შესაბამისი შედეგი ამ დღეებში უკვე აისახა და კიდევაც აისახება ქართულ რეალობაში. ამ ეტაპზე ერთი ლიტრის ღირებულება 1.60-1.70 ლარამდე მერყეობს და ვვარაუდობ, რომ ამ კვირაში უკვე 1.80 ლარამდე გაძვირდება. ზოგიერთ სადგურზე უკვე 1.75 ლარი ღირდა. სამწუხაროდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და საიმედოსაც ვერაფერს გეტყვით“,_  განაცხადა ნარიმან ფიცხელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ და ევროკავშირმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კიდევ ერთი მე-6 კლასტერი გახსნეს
შემდეგი სტატიავლაქერნობა: შიო მესამე ზუგდიდში ღვთისმსახურებას აღასრულებს