თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს, მაგრამ ყველა აქტორი ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ უბიძგებს – ქადაგიშვილი

თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ყველა აქტორი ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ უბიძგებს , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, რომელ აქტორებს გულისხმობს, ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ის “იმ ოპონენტებზე საუბრობს, რომელთაგან ზოგი ქვეყნის გარეთაა, ზოგი – ქვეყნის შიგნით, მათ შორის არიან უკრაინის ხელისუფლებაში და მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კამპანია არ სრულდება“.

“თუკი ამ კამპანიას ერთ მთლიანობაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ არის სხვადასხვა მესიჯები, სხვადასხვა გზავნილები და ფონის შექმნა – ისეთი სურათის დახატვა, რომ საქართველო სეპარირებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციისგან და რაღაცნაირად აფილირებულია რუსეთის პოზიციასთან. ამაზე მათ შორის უცხოეთში ჩვენი ოპონენტები ღიად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებლად არაფერი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ამ განცხადებებით აქ რადიკალური ოპოზიცია იკვებება. რადიკალური ოპოზიციის გეგმა, იგივე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე არის – არა!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წინა სტატიაშიმოულოდნელად ჩაინიშნა მისი პროცესი ძალიან მოკლე ვადაში – ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა
შემდეგი სტატიახარკოვში, სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა