„თითქმის მივაღწიეთ მიზანს”- დონალდ ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე

თითქმის მივაღწიეთ მიზანს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე წერს.

როგორც ტუსკი აღნიშნავს, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული დისკუსიები დასრულებულია.

„თითქმის მივაღწიეთ მიზანს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულდა. ახლა დაგვრჩა ბოლო ეტაპი, რათა საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღონ“, – წერს დონალდ ტუსკი.

banner
წინა სტატიაში“დამემუქრნენ მეუღლის გაუპატიურებით, მიშვერდნენ ელექტროშოკს”- ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებზე
შემდეგი სტატიაგარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ უფლებადამცველის განცხადებას უარყოფს