თითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2019 20:40

თითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება

თითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. უგულავას თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობაზე დატოვება დანაშაულის დაფარვაა.

​„აქციის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური მიზნები სანამ არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ განელდება. გულწრფელად მინდა ვურჩიო ივანიშვილს, რომ ტოქსიკური ტვირთი ყავს გემზე გახარიას სახით და თუ ის გახარიას არ მოიშორებს, გახარია მათ გემს ჩაძირავს. გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე და გავრილოვის გამო გაწირა საკუთარი მოსახლეობა ამ სისასტიკით, რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის იბრძვის. ამიტომ, მისი დატოვება თანამდებობაზე არის დანაშაულის დაფარვა. აუცილებლად, თუ მან მოსკოვში არ გაასწრო მომავალში, ყველა ვარიანტში, გამოძიების ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა იქნება, ამ დროს ეძინა თუ ისიც მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობდა, თუმცა ეს გამოძიების პრეროგატივა იქნება. დამოუკიდებლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს და თითქმის ყველა შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი თუ ისეთი ფორმით მოხვდა ციხეში. ეს ტრადიცია სამწუხაროდ გახარიაზე არ დამთავრდება, ეს ტრადიცია გახარიაზე დამოკლეს მახვილივით კიდია. ის რაც მან გააკეთა, უპატიებელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა გიგი უგულავას კითხვა დაუსვეს გუშინ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც მას დემონსტრანტებმა ბოთლი ესროლეს.

„არ მინდა დეტალიზაცია. ვიცით, რომ სტუდკავშირი, სუს-ის გაგრძელებაა. ამ პროცესს ვუყურებ ძალიან ფართოდ. გუშინ და გუშინწინ პარტიული აქცია არ იყო. აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვიღაცას თქვენი ლოგო არ მოსწონს, ვიღაცას თქვენ არ მოწონხართ, ვიღაცას ის არ უყვარს, ვიღაცას ეს. ხშირ შემთხვევაში, ეს იმდენად ემოციურია, რომ ბევრი ლიდერი ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნება, მაგრამ დგას ერთად, ერთადერთი მიზნით, რომ ივანიშვილს არ მისცეს ქვეყნის დაღუპვის საშუალება. აქ იქნებიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ გაერთიანდნენ. ამან უნდა დააფიქროს ზუსტად ივანიშვილი“, – აცხადებს გიგი უგულავა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2019 20:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics