“თითის გაშვერა არ უნდა იყოს არავის მიმართ, არც სააკაშვილზე და პარტიის წევრებზე”

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც საუბარი არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელ პირებს ეხებოდა, აცხადებს , რომ თითის გაშვერა არასწორია. კაბანაძის თქმით, არჩევნების შედეგის მიზეზის შესწავლა დაწყებულია და დასკვნები ყრილობაზე გახდება ცნობილი.
,,ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტული არის დამნაშავე იმ შედეგში, რაც დადგა, არასწორია. თითის გაშვერა არ უნდა იყოს არავის მიმართ, არც მიხეილ სააკაშვილზე და არც სხვა ადამიანებზე პარტიაში. შესწავლა იმისა, თუ რა მიზეზებმა განაპირობა ის შედეგები რაც დადგა, მოხდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და შესწავლის შედეგები წარდგენილი იქნება ყრილობაზე. უნდა ითქვას, რომ აზრთა სხვადასხვა პარტიაში ორ საკითხზე იყო. პირველი – უნდა შევსულიყავით თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში და ამის გადაწყვეტა მოხდა პარტიის უმრავლესობის მიერ. ეს არის ასევე ის მუხტი, რომელიც მოდიოდა ასევე მოსახლეობიდან და ჩვენი ამომრჩევლებიდან. მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებობს ეს არის ის, რომ ჩვენ გვგონია, მომავალში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არჩევნების გზით, მათ შორის პარლამენტში და ასევე სხვა კანონიერი მეთოდებითაც”, – აღნიშნა კაპანაძემ. მისივე თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებებს შეთანხმებულად იღებენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა
შემდეგი სტატიასასამართლომ ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევაში ბრალდებულს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა