თინათინ ხიდაშელი : ზღვაში წვეთი – ჩინური ინვესტიციები საქართველოში – რას ამბობს ხელისუფლება და რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა

„რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიების შემთხვევაში კი, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან,“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი.

თინათინ ხიდაშელი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადას ეხმაურება, რომლის ავკარგიანობაზე დისკუსიები პერიოდულად ქართული მედიის
წამყვანი თემა ხდება.

„ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ სახელმწიფოს ეხება და მისი საგარეო პოლიტიკური სვლები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რუსული აგრესიისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამბები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქართული აუდიტორიისთვის მუდმივად საინტერესოა.

თუმცა, მედიისთვის თვალის ერთი შევლებითაც კი უმალვე მიხვდებით, რომ ქართული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ხაზი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის ამბებშიც გავლებულია და მედია საშუალების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ერთი და იმავე ამბის თხრობისას გვიყვებიან, რომ იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება, ან სრული ეკონომიკური კრიზისი და დაღმასვლაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვინაიდან ქართულენოვანი ინფორმაცია არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანები ჩინეთის შესახებ იგებენ ზუსტად და მხოლოდ იმას, რასაც ის მედია საშუალება უყვებათ რომლის მაყურებლებიც არიან.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად სხვადასხვა არხებზე პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს ქართული ოცნების დეპუტატები და პროპაგანდისტები. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხიბვლელობა“ მათი საყვარელი სასაუბროდანაა და აბსოლუტური დამაჯერებლობით აცხადებენ, რომ მხოლოდ „ბრიყვები ამბობენ უარს“ ჩინეთიდან ინვესიტიციებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს, „ – აღნიშნავს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.

თინათინ ხიდაშელის განცხადბეით, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ჩინური ინვესტიციების ჩვენ ქვეყანაში შემოდინებაზე სიმართლეს ყველაზე უკეთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს, ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2014 წელს თუ ჩინეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები 11,98%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 2020 წელს ეს მონაცემი -5,90%-ამდე დაეცა.
დეტალური მონაცემენი იხილეთ დიაგრამაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ომი გადავიტანეთ 2008 წელს და რუსეთი განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას
შემდეგი სტატიაპუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილი” უწოდა