თინათინ ხიდაშელი: როდესაც მივიღებთ MAP-ს, მივიღებთ წევრობის მოწვევასაც

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, MAP-ი გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი და როდესაც საქართველოს წევრობაზე იქნება კონსესუსი, იქნება MAP-იც.

თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ საქართველოსთვის MAP-ი აღარ არის ის ეტაპი, რომელიც ქვეყანას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

ამასთან, ხიდაშელი იმედოვნებს, რომ NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში, კიდევ უფრო ნათელი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.

“MAP-ი დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ, პოლიტიკური პროცესის ნაწილია და აქაც, ჩვენ უფრო მეტ სიცხადეს ვითხოვთ იმისთვის, რომ ისევ ორმაგი ინტერპრეტაცია არ იყოს. ჩვენ დღეს, პრაქტიკულ ცხოვრებაში MAP-ი აღარ გვჭირდება. ეს უნდა იყოს ადეკვატურად ასახული დოკუმენტებში. ზუსტად ამას ვითხოვდით ჩვენ და დეკემბერში, ეს ცალსახად დაფიქირდა. MAP-ი გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც იქნება კონსესუსი წევრობაზე, იქნება MAP-იც, მოგვცემენ MAP-საც და წევრობის მოწვევასაც. ამიტომ, წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება აღარ არის ჩვენთვის ეტაპი, რომელიც უნდა გავიაროთ NATO-ში გასაწევრიანებლად. ჩვენ გვინდა, რომ მეტი სიცხადე იყოს, რადგან გაჩნდა ორმაგი ინტერპრეტაციები. იმედი მაქვს, ვარშავაში კიდევ უფრო ნათელ ტექსტს მივიღებთ”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო იმედს იტოვებს, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ მეშვიდე პირს გადასცემენ
შემდეგი სტატიასავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი