თინათინ ხიდაშელი: იმედს ვიტოვებ, ევროკავშირი და მისი სიძლიერე ამ რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება

იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ევროპისთვის გამომამფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი – ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს და დასძენს, რომ დემოკრატია ერთ აზრზე ყველას ყოფნას არ ნიშნავს.

„ეს არის სწორედ დემოკრატია, სადაც ხანდახან დემოკრატიული პროცესის შედეგად დგება ისეთი შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის. დემოკრატია არ ნიშნავს ერთ აზრზე ყველას ყოფნას და არ ნიშნავს სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში. დემოკრატია ხანდახან ასეთ შედეგებამდე მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე ამ რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება მძიმე იყოს ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ევროპისთვის გამომამფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

https://youtu.be/IRX0bI2nTH4

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი დალი ჯონჯუა ხელისუფლებას არასახელმწიფოებრივ მიდგომაში ამხელს
შემდეგი სტატიატრამპმა ბრიტანელებს საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის დაბრუნება მიულოცა