თინათინ ხიდაშელი: გამოძიებამ დაადგინა ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში დანაშაული არ ჩაუდენიათ

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში, მისიის შესრულების დროს, რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ განუხორციელებიათ.

მინისტრის თქმით, ის უახლოეს დღეებში შეხვდება ადამიანებს, რომლებიც საქმეს იძიებდნენ, რის შემდეგაც, ის ოფიციალურად მოითხოვს, იგივე ტრიბუნიდან, საიდანაც მსგავსი დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ გაჟღერდა, გაკეთდეს განმარტება.

თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უწყების ანგარიშს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის დამზადება გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილსა ერთ საკანში არ მოათავსებენ