თინათინ ბოკუჩავა: გამოდის, რომ მთაწმინდელებს 8 ოქტომბრის შემდეგ ხელები არ დაუბანიათ

მარკირების თემაზე არსებულ პრობლემას ენმ-ში გამოეხმაურნენ. საარჩევნო უბნებზე მარკირებაგაკეთებული მოქალაქეები ხმას აძლევენ და განმარტავენ, რომ მათ მარკირება 8 ოქტომბრის შემდეგ აქვთ შემორჩენილი.

ასეთი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა. განცხადება კი ენმ-ის ოფისში სპეციალურ ბრიფინგზე თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.

„გამოდის, რომ მთაწმინდელებს 8 ოქტომბრის შემდეგ ხელები არ დაუბანიათ. ცესკოს მხრიდან ასეთი განცხადება ამომრჩევლის შეურაცხყოფელია,“ – ასე აფასებენ ენმ-ში არსებულ ფაქტს.

თინათინ ბოკუჩავა მოუწოდებს ცესკოს, დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არსებული პროცესის თანამონაწილე ჩაითვლება.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა ვიდეოხიდის მეშვეობით რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა