თინათინ ბერძენიშვილი – არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება მოსწონდეს ის, რაც დღეს მოხდა

მნიშვნელობა არ აქვს, დღეს აქციაზე რომელი მედიასაშუალება იყო და ვის რამდენად გაუსწორდნენ, ეს არის მთლიანად მედიის პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

თინათინ ბერძენიშვილის შეფასებით, როცა საქმე ეხება ძალადობას, ყველა ერთიანი და სოლიდარული უნდა იყოს.

„მგონი, ცხადზე ცხადია, რომ ყველა ერთიანი და სოლიდარულები ვართ, როდესაც საქმე ეხება ძალადობას. არ შეიძლება, რომ ეს არ დაგმო. არ მგონია და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება მოსწონდეს ის, რაც დღეს მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, აქციაზე რომელი მედიასაშუალება იყო და ვის რამდენად გაუსწორდნენ, ეს არის ფაქტობრივად მთლიანად მედიის პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები ასრულებენ თავის საქმეს, რათა სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მაყურებელს, მსმენელს, მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველანაირი ინტერესისგან არის დაცული და ფოკუსირებულია მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებასა და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებაზე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირები და რადიკალური ჯგუფები ძალადობის შემდეგ რესტორანში ქეიფობენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერმა 19 ივლისიდან პანდემიის გამო შეზღუდვის მოხსნა დააანონსა