თინა ხიდშელი:ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა…

საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი:

მმართველი პარტია და ივანიშვილი პირადად, სისტემურად და დაუჯერებელი დაბეჯითებით ამყარებდნენ მითს 6 წლის თავზეც კი ხელისუფლებაში ნაცების ყოფნის და სახელისუფლებო პოტენციალის შესახებ:
– ამას აკეთებედნენ საკადრო პოლიტიკით;
– ყველა მოვლენაზე ნაცების პასუხისმგებლობის ძახილით;
– სასამართლოში ნაციონალური “ვერტიკალის” გამაგრებით;

მაშინ როცა ყველა მარცხსა და შეუსრულებელ დაპირებაზე “ჰეროკრატია” ქონდათ პასუხად, ოცნებამ თავი დაიმკვიდრა:
– უუნარობით,
– უსისტემობით,
– ქედმაღლობით,
– კორუფციისკენ მიდრეკილებით,
– არაპროფესიონალიზმით,
– ღირებულებების არ ქონით,
– მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით,
– არაფერთან არანაირი კავშირის მქონე კანდიდატის მხარდაჭერით,
– მზარდი სიღარიბით,
– უპასუხოდ დარჩენილი სოციალური გამოწვევებით,
– სრულიად კარიკატურული პარლამენტის თავმჯდომარითა და
– პრემიერითა და მთავრობით რომელთა დიდი ნაწილის სახელისა და გვარის გახსენებაზე პაუზა გვჭირდება.

ხოდა თუკი მაინც ნაცები მართავენ ამ ქვეყანას, რასაც გავიმეორებ, ბიძინა და ოცნება 6 წელია ყველა მეგაფონიდან ამტკიცებენ, არც არაფერია საკვირველი შედეგებში.

ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ზუსტად იმავე ადგილზე დგას. მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. იმის იქით არც არასოდეს გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა.
ამიტომაც ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში-წერს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია
შემდეგი სტატია“ღირსების არჩევნები შედგა” – გრიგოლ ვაშაძე