სენაკში თინა ხიდაშელმა ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკო

კჯჰ7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ჟიული შარტავას 72 წელი შეუსრულდებოდა.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და მთავრობის სხვა წევრებმა სენაკში ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს პედაგოგების კალისტრატე და ნინო (ფენია) შარტავების ოჯახში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს,სოხუმში.1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ არ დატოვა ქალქი. ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს – კოალიციური ცხოვრების ეტაპს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ვფიქრობ, რომ “მაესტროსთან” მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის