თინა ხიდაშელი : „ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, მოსახლეობის გადასაწყვეტია”

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრად დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ოქტომბრის არჩევნები.

„ვიქნები თუ არა მომავალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი, მოსახლეობის გადასაწყვეტია. ეს დამოკიდებულია მთლიანად იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ოქტომბრის არჩვნები. ეს ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, ისევ ვიქნები მინისტრი, ზუსტად ვიცი, რა ჭირდება თითოეულ ჯარისკაცს. თუმცა, ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, არა მხოლოდ ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, არამედ,ზოგადად, ვინ იქნება მთავრობაში, პრემიერ-მინისტრიც და თითოეული მინისტრიც. 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია”, – განაცხადა თინდა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში გეი-აღლუმის დარბევის დროს ორი გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის შეხვედრა: აუცილებლად შევეხები გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხს