თინა ხიდაშელი – ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის შესახებ

xidasheli 1ჩვენი მთავარი მიზანი იყო ნატო-ს სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება, ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით და ჩვენ გვაქვს ამ კუთხით იმედიანი მოლოდინი,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვარშავის საიტზე ეს ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდება.

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის უსაფრხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება. ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით. გვაქვს მოლოდინი, იმედი, რომ ნატო-ს სამიტზე ეს დადასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით – საქართველოს მიიწვევენ ამ სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილევა შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ. სამიტის შემდეგ დაიწყება მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ეს. ვითხოვდით, რომ ამ პროცესში საქართველო, ზუსტად ისე, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული. ვითხოვდით, რომ საქართველო საჰაერო უსაფრთხოების სისტემაშიც აქტიურად ყოფილიყო ჩართული. ამაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა და ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა იმისა, რომ მოლოდინი გამართლდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.

სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა დეზერტირები მოხარშეს
შემდეგი სტატიავარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით