თინა ხიდაშელი: “უჰაერობაა…ესენი საშინლად უზრდელები არიან…კვირიკაშვილი კი არის პელე!

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, პარლამენტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებ. თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერ, რომ საკანონმდებლო ორგანოში “უჰაერობაა” და ყველა საშინლად დაიღალა. გარდა ამისა ხიდაშელი სავარაუდოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს “უზრდელებად მოიხსენიებს” . ხიდაშელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ახლა უმრავლესობის სხდომაზე საკუთარ ანგარიშს წარადგენს “ნამდვილ პელეს” უწოდებს.

“უჰაერობაა — აქ სუნთქვა შეუძლებელია. ესენი საშინლად უზრდელები არიან — დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა. დილიდან უძრავად ვართ ამ დარბაზში — ყველა დაიღალა.გიორგი კვირიკაშვილი არის პელე. სრულიად ნამდვილი პელე ტრიბუნასთან! საამაყო კაცია!!!,”-წერს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან ურთიერთობაში ჟენევის მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანესი ფორმატია
შემდეგი სტატიათიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევას აპირებს