თინა ხიდაშელი: “უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება”

სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” მოკვლევა დასრულდა და ახლო მომავალში “დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან სეხვედრის დროსს განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდება.

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა.

სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი : რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ ვიქნები სიაში
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო