თინა ხიდაშელი: თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა კალენდარი შეგვიცვალა

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მეორე ქვეით ბრიგადას იუბილეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ სამხედროებმა საუკეთესოდ იციან კრიზისის მნიშვნელობა.

“დღეს, მეორე ქვეითი ბრიგადის დაბადების დღეა!!! ჩვენ, ყველა დღეს სენაკში უნდა ვყოფილიყავით და ერთად მოგველოცა!!! მადლობა გვეთქვა სამსახურისთვის, მოგვესმინა ბრიგადის ისტორია! თურქეთში განვითარებმა მოვლემებმა კალენდარი შეგვიცვალა და სამწუხაროდ ვერ შემოგიერთდით!!! თქვენ, სამხედროებმა საუკეთესოდ იცით ასეთი კრიზისის მნიშვნელობა, შედეგები, სიმძიმე. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ გესმით რატომ ვერ შემოგიერთდით!! თუმცა მოლოცვის გარეშე ვერ ჩავატარებ დღევანდელ დღეს!

ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, ყველას გილოცავთ! სამოქალაქოებს ვინც ამ ბრიგადაში მსახურობთ!
დარწუნებული ვარ თქვენი წარმატებები კიდევ ბევრჯერ აღგვაფრთოვანებს და ამაყად თავაწეული სიარულის საშუალებას მოგვცემს, როგორც იმ დღეებში ავღანეთში როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს!

განსაკუთრებით ვულოცავ თქვენს მეთაურს გიორგი ბლიაძეს!!! საუკეთესო ქართველ სამხედროს!!!
მადლობა სამსახურისთვის!”,- წერს ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო ამბოხება გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებენ, რის შემდეგაც მათ კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამ ეტაპისთვის კი, ამბოხებოს ორგანიზატორთა უმრავლესობა დაკავებულია.

banner
წინა სტატიაში(video) როგორ გადაარჩინა ხალხის შურრისძიებისგან პოლიციელმა შოკში მყოფი ჯარისკაცი
შემდეგი სტატიათურქეთში 2745 მოსამართლე გაანთავისუფლეს