(video) თინა ხიდაშელი: თინა ხიდაშელთან საქმეებს, ტენდერებს ვერ ჩააწყობ

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გოგი თოფაძის თავდაცვის მინისტრთან დაპირისპირების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გოგი თოფაძის კომპანიის დამარცხება დაასახელა.
“ორი წლის განმავლობაში ქართულ ჯარს არაალკოჰოლური სასმელით გოგი თოფაძის კომპანია ამარაგებდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტშია აღნიშნული, გოგი თოფაძის კომპანიამ 2014 წელს ტენდერიდან თითქმის 880 ათასი ლარი მიიღო. 2015 წელს კი თითქმის 420 ათასი ლარი
ამასთან, საინტერესოა, რომ 2015 წლის სატენდერო განაცხადში “ყაზბეგის” კონკურენტ კომპანიას 420 ათასი ლარი აქვს მითითებული, ყაზბეგს კი მხოლოდ 10 ლარით ნაკლები – 41999000, რაც, ცხადია, დამატებით კითხვებს აჩენს.
2016 წელს კომპანია ყაზბეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერში წააგო და არაალკოჰოლური სასმელით ქართულ ჯარს მიმდინარე წელს უკვე სხვა კომპანია ამარაგებს”-ამის შესახებ შეკითხვა დღეს, თავდაცვის მინისტრს გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას დაუსვევს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ხომ არ არის კავშირი წაგებულ ტენდერსა და ზუსტად ერთ თვეში გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შორის.

“მე ამის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი. ტენდერებზე ინფორმაცია მაინცდამაინც არ მაქვს. ეს ჩემთვის სიახლეა. მე არ ვიცი ამის შესახებ და არ შემიძლია დაგიდასტურთ. .. მან ალბათ იცის ამის შესახებ. ეს არ არის იმ მასშტაბის თანხები, რომ გამხდარიყო ამ ყველაფრის მიზეზი. თუმცა, როდესაც გროვდება პრეტენზიები, ამანაც შეიძლება ითამაშოს თავისი როლი”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გიორგი გაბუნია ასევე დაინტერესდა, ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრი გოგი თოფაძეს ესაუბრა თუ არა: “მე ასეთ თემებზე ვერავინ დამელაპარაკება. ეს, იცის ყველამ ვინც მიცნობს… ჩემთან საქმეებს ვერ ჩააწყობენ. ასეთი ადამიანი ვარ ზოგადად. ამით ბევრ ადამიანს გავანაწყენებ ხოლმე, მაგრამ, თინა ხიდაშელთან საქმეებს ვერ ჩააწყობენ”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” გინდ ყოფილა გინდ არა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – თითოეული ჩვენგანი ვართ დაუცველი