თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმებია გასახორციელებელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ორშაბათს დატოვებს, უწყებაში მუშაობის პერიოდი შეაფასა.

“ქრონიკის სტუდიის” პირდაპირ ეთერში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ უამრავი პრობლემაა, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე თავდაცვის სამინისტროში.

“თავდაცვის სამინისტრო ზუსტად ისეთია, როგორიც მთელი დანარჩენი ქვეყანა. შეუძლებელია სადმე ერთი ოაზისი არსებობდეს სახელმწიფოში, რომელსაც უამრავი, მათ შორის ინსტიტუციური პრობლემები აქვს. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მე და ჩემმა გუნდმა თავდაცვის სამინისტროში ბევრი ისეთი თემა გავაცოცხლეთ, რომელიც მანამდე ტაბუდადებული იყო და რომელსაც სხვა მინისტრები, უბრალოდ არ ეხებოდნენ. ამას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება, რადგან ეს თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოებას ეხება.

თავდაცვის სამინისტროში ძალიან ფუნდამენტური რეფორმებია გასახორციელებელი, უამრავი პრობლემაა როგორც შეიარაღებულ ზალებში, ასევე თავდაცვის სამინისტროში.

მე ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კარს შემოაღებს, სინამდვილეში ქვეყნის უკეთეს მომავალზე იქნება ორიენტირებული, შაჰიდის ქამრით უნდა იაროს, რადგან უფრო მეტი ადამიანი ეყოლება განაწყენებული თავისი ვადის ამოწურვამდე, ვიდრე კმაყოფილი”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიახალი ზელანდია ყველა მტაცებელს გაანადგურებს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: გიორგი პაპუაშვილი მომდევნო კვირას დაიკითხება