თინა ხიდაშელი: სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოჯახური ცხოვრება 20 წელიწადს ითვლის.
ხიდაშელი ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

“20 წელი ერთად!
თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა. კიდევ ბევრი წელი წინ არის.
ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად “სულ ცოტა ხანს მოგიპარავ” ბედნიერებისკენ მივდივართ. როდესაც ზოგჯერ კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი…
სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა ბებია-ბაბუობა “- წერს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი ისევ პრემიერად-შეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტი?
შემდეგი სტატია17 ათასზე მეტმა ლტოლვილმა უჩივლა გერმანიის მთავრობას