თინა ხიდაშელი: სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო და თუ მათ სამშობლოში ექნებათ საფლავები, ეს მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი მებრძოლების სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხარო დღეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო. იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, კიდევ მოხდება გადმოსვენება და ეს არის ყველაზე ბევრი, რაც დღეს შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას გაუკეთოს ამ ოჯახებს, რომ მათ შეეძლოთ მივიდნენ თავიანთი შვილების საფლავებზე და არსებობდეს ის ადგილი, სადაც პატივს მიაგებენ საკუთარ გმირებს. სწორედ ამ გმირებზე დგას სახელმწიფო, მათ საფლავებზე და თუ სამშობლოში იქნება ეს საფლავები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათი ოჯახებისა და ქვეყნისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს