თინა ხიდაშელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი დანაშაული

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი დანაშაული, თუ არ არსებობს სუბიექტური მიზეზი, რომლის გამოც არ შეგწევს უნარი, დაასახელო ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერის უკან დგანან,“ – თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ფარული ჩანაწერების შესახებ გადაცემა არჩევანში საუბრობს.

მინისტრი იმ მიზეზებზე არ საუბრობს, თუ რატომ შეიძლება, არ არსებობდეს ნება იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი არ იქნას გამოძიებული. აქვე ხიდაშელი აცხადებს, რომ ის გამოძიების დასრულებას ელოდება.

„საპროცესო შეთანხმება თუ გაფორმდება ამ ადამიანებთან, ასეთ შემთხვევაში ველოდები პასუხს მიზეზის შესახებ, რა გახდა ისეთი ცნობილი პროკურატურისთვის, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ეს ზარ-ზეიმით დაკავებული ადამიანები გამოეშვა საპატიმროებიდან,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ის ელის პროკურატურისგან პასუხს, რადგან, მისი შეფასებით, „ვიღაცას ჰქონდა იმისი მცდელობა, რომ ძალიან დიდი ტეროტორი მოეწყო ადამიანების დიდი ჯგუფისთვის“, რასაც სერიოზულ პრობლემად ასახელებს.

https://youtu.be/Y__Xycr2tsk

banner
წინა სტატიაში“ეს კადრები შენახული მაქვს – ფაქტობრივად ცეცხლი გაიხსნა პირადად ჩემს წინააღმდეგ”
შემდეგი სტატია“მე არ ვეთანხმები თინა ხიდაშელს” – ძიძიგური თავდაცვის მინისტრს პასუხობს