თინა ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ”თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური – ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე – გაუგებარია მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს