თინა ხიდაშელი: შოთაძე ფარცხალაძის ყველაზე სანდო პარტნიორია

ცდილობენ ახლა ვერსია, შეთხზან, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოსდით, ვერ არწმუნებენ იმ ადმაიანებს, ვინც მფარველობს და პატრონობს ფარცხალაძეს-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და პროკურატურამ ამ საქმეს დაუყოვნებლი უნდა მოჰფინოს ნათელი, თუმცა მისი განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მთავარ პრკურორს არაერთხელ დაუდასტურებია ფარცხალაძესთან ახლო მეგობრობა.

,,მე ვიცი ერთი რამე და ამას პირველად არ ვამბობ და ეს შოთაძემაც დაადასტურა რამდენჯერმე. – მსუბუქად რომ ვთქვა, შოთაძე ფარცხალაძის ყველაზე სანდო პარტნიორია. მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი , რომ ის მისი მეგობარია და შესაბამისად, გაუჭირდება მის წინააღმდეგ რამის თქმა ან პოზიციის ქონა.

აქედან გამომდინარე სერიოზული პრობლემა აქვს გამოძიებას, რომელსაც პროკურატურა ატარებს, რომლის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ ფარცხალაძე არის მისი მეგობარი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბატონ შოთაძეს დამატებითი განმარტებები აქვს გასაკეთებელი.“- ამბობს ხიდაშელი პირველ რადოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლება ცდილობს გაარტულოს ეს საქმე და ისე წარმოაჩინოს , თითქოს გამოძიებას დიდი დრო სჭირდება.

,,ყველაზე მთავარი არის, ის რომ ხელისუფლება იმ გზას დაადგა და იმავე მიმართულებით მიდის, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა. ხელისუფლება ცდილობს,რომ უმარტივესი ამბავი გაართულოს და ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომ ამას რამდენიმე კვირიანი გამოძიება სჭირდება.

ნათელი უნდა მოჰფინონ საზოგადოებისთვის ამ საქმეს და ეს ძალიან მარტივია. ნათელი მოჰფინონ იმ კადრებს ,რომელიც აუცილებლად იქნება გადაღებული ადგილზე , შეუძლებელია იმავე კაფის ან ქუჩის უამრავი კამერიდან არ არსებობდეს კადრები, ეს კადრები მანიპულაციის და დამონტაჟების გარეშე უნდა გახადონ ხელმისაწვდომი. უნდა გასჯაროვდეს სახელმწიფო აუდიტის ის მოკვლევა,რომელზეც თორდია საუბრობს.

იმავე გზაზე დადგა ეს ხელისუფლება ,რომელითაც იარა წინამ. ცდილობენ ახლა ვერსია შეთხზან, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოსდით ვერ არწმუნებენ იმ ადამიანებს ,რომლებიც სავარაუდოდ, ფარცხალაძეს პატრონობენ და მფარველობენ“ – აცხადებს ხიდაშელი.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიახლა უნდა დაველოდოთ რა რეაქცია მოყვება ამ საშინელ სკანდალს გადაწყვეტილების მიმღები ,,ცენტრის” მიერ
შემდეგი სტატიატყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო